KTC İSTANBUL METAL KONSTRÜKSİYON İNŞAAT SANAYI VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ

ACIBADEM MAH.ACIBADEM CAD.ÇEÇEN SOKAK.AKASYA EVLERİ SİTESİ.KENTETABI A KULE B BLOK 25A/110 ÜSKÜDAR/İSTANBUL
Tel. 0216-504-70-30
Faks 0216-504-70-25
Genel Müdür: Kerem Yılmaz
Can not find 'subscribe' template with page ''

საგზაო ზღუდარები

ხიდებზე, ესტაკადებზე და გზაგამტარებზე აყენებენ ხიდის სპეციალურ ზღუდარებს. ისინი უზრუნველყოფენ ტრანსპორტის და ქვეითების მოძრაობის უსაფრთხოებას, აგრეთვე თავიდან იცილებენ ამ ნაგებობებიდან მანქანების გადასვლას.

სს „კტც “მეტალოკონსტრუქცია“ ითვლება ქვეყანაში ხიდის ზღუდარების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად და მემონტაჟეთ. ათწლეულების მანძილზე ვაწარმოებთ მათ და გარანტიას ვიძლევით პროფესიონალურ მიდგომაზე და ხარისხზე. ყველა სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აწარმოებენ გამოცდილი თანამშრომლები. ჩვენი კომპანია რეგულარულად ატარებს კვლევებს და აუმჯობესებს ხიდის ზღუდარების წარმოებას ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.


ხიდის ზღუდარების ტიპები

საგზაო ზღუდარების მსგავსად, ხიდის ზღუდარები არსებობენ რამოდენიმე ტიპის. ისინი განსხვავდებიან სიგრძის, სიმაღლის და შეკავების უნარის მიხედვით. ჩვენი კომპანია მზად არის შეასრულოს ნებისმიერი შეკვეთა და დააკმაყოფილოს ყველაზე რთული მოთხოვნა.

საგზაო ზღუდარებისგან განსხვავებით ხიდის ზღუდარები შედგება უფრო მეტი რაოდენობის შედუღებული ელემენტებისგან, რომლის ხარისხს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ.

ხიდის ზღუდარების ტიპები:

ჩვენს ქარხანაში წარმოებული ხიდის ზღუდარები სრულიად შეესაბამება ТУ და ГОСТ-ს. დამკვეთის სურვილით შესაძლებელია დაეტანოს ანტიკოროზიული საფარი, რომელიც შეინარჩუნებს ნაგებობას გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან. ამის გარდა, ხიდის ზღუდარები, დანიშნილებისამებრ, შესაძლებელია გამყარდეს მილებით და ბალკებით, აგრეთვე შესაძლებელია დამონტაჟდეს სინათლის დამბრუნებელი ელემენტები, რათა სიბნელეში თავიდან აცილებულ იქნეს კონსტრუქციასთან სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება.


მონტაჟი

სს „კტც „მეტალოკონსტრუქცია“ გამოირჩევა სამუშაოსადმი კომპლექსური მიდგომით. ზუსტად მაგიტომ ჩვენ არა მარტო ვაწარმოებთ ლითონის ხიდის ზღუდარებს, არამეტ ვაყენებთ კიდევაც. სპეციალური მობილური ბრიგადები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი სპეცტექნიკით, ოპერატიულად და უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფენ კონსტრუქციების მონტაჟს.


სს „კტც „მეტალოკონსტრუქცია“-ს უპირატესობები

ჩვენი კომპანიის მენეჯერები დაგეხმარებიან თქვენთვის საჭირო საგზაო ზღუდარების ტიპის არჩევაში. წინასწარი გათვლა თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ დამოუკიდებლად ვებსაიტზე, ზუსტი ხარჯთაღრიცხვა კი გაყიდვების განყოფილებაში. აგრეთვე ჩვენი სპეციალისტები განსაზღვრავენ პროექტის დამთავრების სავარაუდო ვადებს. ჩვენ გთავაზობთ დემოკრატულ ფასებს და ამავდროულად მომსახურების მაღალ დონეს და საუკეთესო ხარისხს.

გსურთ შეიძინოთ ხიდის ზღუდარები დაუყოვნებლივ? დატოვეთ თქვენი განაცხადი და ჩვენ ცოტა ხანში გადმოგირეკავთ.