KTC İSTANBUL METAL KONSTRÜKSİYON İNŞAAT SANAYI VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ

ACIBADEM MAH.ACIBADEM CAD.ÇEÇEN SOKAK.AKASYA EVLERİ SİTESİ.KENTETABI A KULE B BLOK 25A/110 ÜSKÜDAR/İSTANBUL
Tel. 0216-504-70-30
Faks 0216-504-70-25
Genel Müdür: Kerem Yılmaz
Can not find 'subscribe' template with page ''

თანამშრომლობა

სს „კომპლექსური ტექნიკური ცენტრი „მეტალოკონსტრუქცია“ აწარმოებს ცალმხრივ და ორმხრივ საგზაო და ხიდების ლითონის ზღუდარების (გვერდითი პირველი ტიპის) შეკავების უნარით 725 კჯ-მდე და აგრეთვე ქვეითების ზღუდარები (შემაკავებელი და გამყოფი).

საწარმოს მიერ წარმოებული ზღუდარები განსხვავდება აწყობის და მონტაჟის სიმარტივით და აგრეთვე ექსპლუატაციის სანდოობით. სს „კტც „მეტალოკონსტრუქცია“ მუდმივად აუმჯობესებს წარმოებულ ლითონკონსტრუქციებს ხარისხის ამაღლებით, წონის და თვითღირებულების შემცირებით, რათა მოახდინოს იდეალური კონსტრუქციის წარმოდგენის რეალიზება, რომელიც უნდა იყოს სანდო მსუბუქი და მარტივი.

ყველა ზღუდარებს გააჩნია შესაბამისობის სერტიფიკატები, გაცემული რუსეთის შსს НИЦ ДОБДД. ჩვენი საწარმოს საგზაო, ხიდების და ქვეიტების ზღუდარების ელემენტები შესაძლებელია იქნეს მიწოდებული ნებისმიერ რაოდენობებში და ნებისმიერ კომპლექტაციაში.

კომპლექსური ტექნიკური ცენტრი „მეტალოკონსტრუქცია“ აწარმოებს სამი სახეობის (130х32,5მმ, 150х50მმ, 381х142მმ) ასაწყობ ლითონის გოფრირებულ კონსტრუქციებს (ლგკ) ТУ 5264-002-05765820-2014 შესაბამისად, აგრეთვე სპირალისებულ ლითონის გოფრირებულ მილებს.

მსუბუქი, გამძლე, მარტივი ტრანსპორტირებაში, გოფროკონსტრუქციები სერიოზულ კონკურენციას უწევენ რკინაბეტონის კონსტრუქციებს.

„კტც „მეტალოკონსტრუქცია“-ში წარმოებული პროდუქციის ანტიკოროზიული დაფარვა ხორციელდება ცხელი მოთუთიების მეთოდით და აგრეთვე ლაქსაღებავებით დაფარვის ხაზზეც.

კომპ;ლექსური ტექნიკური ცენტრის პროდუქციის მიწოდება ხორციელდება როგორს რკინიგზით, ასევე საავტომობილო ტრანსპოპრტის მეშვეობით. სრულიად რუსეთის ტერიტორიის ობიექტებზე კონსტრუქციების მონტაჟი წარმოებს „კტც „მეტალოკონსრტუქციის“ საკუთარი კომპლექსური მობილური ბრიგადების გამოყენებით.

დღეის მდგომარეობით საწარმოს გააჩნია შესაძლებლობა აწარმოოს ნებისმიერი ლითონის არასტანდარტული კონსტრუქციები და ელემენტები. საგზაო, ხიდების, ქვეითად მოსიარულეების ზღუდარების, განათების და შუქნიშნების ბოძების, კონუსური ძალისმიერი ბოძების, სხვა და სხვა მოდიფიკაციის გოფროკონსტრუქციების წარმოებისას „კტც „მეტალოკონსრტუქციას“ შეუძლია საკუთარი ძალებით და მოკლე ვადებში დაამზადოს და დაამონტაჟოს ნებისმიერი ლითონის კონსტრუქცია.

ჩვენ გთავაზობთ ურთიერთმომგებიან თანამშრომლობას. ღრმად ვართ დაწმუნებულები, რომ იგი იქნება კონსტრუქციული.

ანდრეი შერბინა