ხიდებზე, ესტაკადებზე და გზაგამტარებზე აყენებენ ხიდის სპეციალურ ზღუდარებს. ისინი უზრუნველყოფენ ტრანსპორტის და ქვეითების მოძრაობის უსაფრთხოებას, აგრეთვე თავიდან იცილებენ ამ ნაგებობებიდან მანქანების გადასვლას.
სს „კტც “მეტალოკონსტრუქცია“ ითვლება ქვეყანაში ხიდის ზღუდარების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად და მემონტაჟეთ. ათწლეულების მანძილზე ვაწარმოებთ მათ და გარანტიას ვიძლევით პროფესიონალურ მიდგომაზე და ხარისხზე. ყველა სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აწარმოებენ გამოცდილი თანამშრომლები. ჩვენი კომპანია რეგულარულად ატარებს კვლევებს და აუმჯობესებს ხიდის ზღუდარების წარმოებას ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.
ხიდის ზღუდარების ტიპები
საგზაო ზღუდარების მსგავსად, ხიდის ზღუდარები არსებობენ რამოდენიმე ტიპის. ისინი განსხვავდებიან სიგრძის, სიმაღლის და შეკავების უნარის მიხედვით. ჩვენი კომპანია მზად არის შეასრულოს ნებისმიერი შეკვეთა და დააკმაყოფილოს ყველაზე რთული მოთხოვნა.
საგზაო ზღუდარებისგან განსხვავებით ხიდის ზღუდარები შედგება უფრო მეტი რაოდენობის შედუღებული ელემენტებისგან, რომლის ხარისხს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ.
ხიდის ზღუდარების ტიპები:
- - ცალმხრივი ერთრიგიანი ხიდის ზღუდარი;
- - ცალმხრივი ორრიგიანი ხიდის ზღუდარი;
- - ორმხრივი ერთრიგიანი ხიდის ზღუდარი;
- - ორმხრივი ორრიგიანი ხიდის ზღუდარი;
- - არასტანდარტული ხიდის ზღუდარი (იწარმოება დამკვეთის ინდივიდუალური ნახაზებით).
ჩვენს ქარხანაში წარმოებული ხიდის ზღუდარები სრულიად შეესაბამება ТУ და ГОСТ-ს. დამკვეთის სურვილით შესაძლებელია დაეტანოს ანტიკოროზიული საფარი, რომელიც შეინარჩუნებს ნაგებობას გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან. ამის გარდა, ხიდის ზღუდარები, დანიშნილებისამებრ, შესაძლებელია გამყარდეს მილებით და ბალკებით, აგრეთვე შესაძლებელია დამონტაჟდეს სინათლის დამბრუნებელი ელემენტები, რათა სიბნელეში თავიდან აცილებულ იქნეს კონსტრუქციასთან სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება.
მონტაჟი
სს „კტც „მეტალოკონსტრუქცია“ გამოირჩევა სამუშაოსადმი კომპლექსური მიდგომით. ზუსტად მაგიტომ ჩვენ არა მარტო ვაწარმოებთ ლითონის ხიდის ზღუდარებს, არამეტ ვაყენებთ კიდევაც. სპეციალური მობილური ბრიგადები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი სპეცტექნიკით, ოპერატიულად და უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფენ კონსტრუქციების მონტაჟს.
სს „კტც „მეტალოკონსტრუქცია“-ს უპირატესობები
- - ხიდის ზღუდარების ფართო არჩევანი;
- - ფასების მოქნილი პოლიტიკა;
- - კომპლექსური მიდგომა - კერძოდ კომსტრუქციების ქარმოება და მათი დაყენება;
- - ხარისხისა და შესრულებული სერვისის კონტროლი;
- - ხარისხის გარანტია;
- - ინდივიდუალური მიდგონა - დამკვეთის ნახაზების მიხედვით წარმოება;
- - თანამებროვე დანადგარები, რომლებიც ამაღლებენ სამუშაოების შესრულების ოპერატიულობას.
ჩვენი კომპანიის მენეჯერები დაგეხმარებიან თქვენთვის საჭირო საგზაო ზღუდარების ტიპის არჩევაში. წინასწარი გათვლა თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ დამოუკიდებლად ვებსაიტზე, ზუსტი ხარჯთაღრიცხვა კი გაყიდვების განყოფილებაში. აგრეთვე ჩვენი სპეციალისტები განსაზღვრავენ პროექტის დამთავრების სავარაუდო ვადებს. ჩვენ გთავაზობთ დემოკრატულ ფასებს და ამავდროულად მომსახურების მაღალ დონეს და საუკეთესო ხარისხს.
გსურთ შეიძინოთ ხიდის ზღუდარები დაუყოვნებლივ? დატოვეთ თქვენი განაცხადი და ჩვენ ცოტა ხანში გადმოგირეკავთ.